Friday, May 29, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

სწავლების პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობს.

Friday, May 15, 2015

მეექვსე დღე

დღვანდელ დღეს განვიხილით შეფასების სხვადასზვა მეთოდი,რაც მნიშვნელოვანია პროექტის სწავლების შესაფასებლად. ვნახეთ და შევარჩიეთ მრავალფეროვანი რუბრიკადან ჩვენი პროექტის შესაფერისი რუბრიკა .

Monday, May 11, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

ვისწავლე მოცემული საკვანძო კითხვების ინდენტიფიცირება.ზოგადი ,თმატური და შინაარსობრივი კითხვები ჩემ თემატიკას შევუსაბამისე და კმაყოფილი დავრჩი. არ შემქმნია პრობლემა .

Friday, May 8, 2015

მესამე დღის რეფლექსია

დავამუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი . ჯგუფში ვუზიარებდით ერთმანეთს აზრებს  ,რაც გვეღმარებოდა ნაყოფიერ მუშაობაში

Tuesday, May 5, 2015

პირველი მოდულის რეფლექსია

გავეცანით  პროექტის მოთხოვნებს,   დავათვალიერეთ პროექტების ნიმუშები.  დავიწყეთ საპროექტო თემის შერჩევა. მომწონს ასეთი ტრენინგები, რადგან იგი მეხმარება სასწავლო პროცესში   კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებაში.

Tuesday, September 27, 2011

პროექტი: მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის დაპროექტება.

პროექტი: მრავალსართულიანი  სახლის  მშენებლობის  დაპროექტება.
თემა: მრავალსართულიანი  სახლის  მშენებლობის  მიმდინარეობის   გამოსახვა   ორიენტირებული   გრაფის   საშუალებით.
მიზანი: სამუშაოს  დაგეგმვის, სამუშაოს   შესასრულებლად   საჭირო   მოქმედებების   შერჩევის,   ამ   მოქმედებების   შესრულების   მიმდევრობის   დადგენის   უნარის  და   ჩასატარებელ   სამუშაოთა   გამოსახვის   (პრეზენტაციის)   ფორმების   დაუფლების   უნარის   განვითარება.
ორგანიზების   ფორმა: ჯგუფური   მუშაობა.
პროექტის   გეგმის   შემუშავება   ჯგუფებში:1) რა  სახის   სამუშაოები   ტარდება   ასეთი   სახლის   მშენებლობისას?   2) რას   შეუსაბამონ   გრაფის   წვეროეროები  და   რას   წიბოები?   3) როგორი   გრაფის   აგება   გახდება   საჭირო?
ჯგუფში   მოვალეობების   გადანაწილება: (ვინ   ააგებს   გრაფს,   ვინ   გააკეთებს   პრეზენ ტაციას,    ვინ   მიიღებს   კონსულტაციას   სპეციალისტისაგან   და   ვისგან.)
აქტივობების   განხორციელება:
I აქტივობა:  ჯგუფები   ჩამოწერენ   ზოგიერთ  სამუშაოს,   რომელიც   შეიძლება   ჩატარდეს    ასეთი   სახლის   მშენებლობისას.
II აქტივობა: დაალაგებენ   ამ   სამუშაოებს   სწორი   თანმიმდევრობით.
III აქტივობა: ააგებენ   გრაფს.
პროდუქტის   პრეზენტაცია: “გრაფი“.