Tuesday, September 27, 2011

პროექტი: მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის დაპროექტება.

პროექტი: მრავალსართულიანი  სახლის  მშენებლობის  დაპროექტება.
თემა: მრავალსართულიანი  სახლის  მშენებლობის  მიმდინარეობის   გამოსახვა   ორიენტირებული   გრაფის   საშუალებით.
მიზანი: სამუშაოს  დაგეგმვის, სამუშაოს   შესასრულებლად   საჭირო   მოქმედებების   შერჩევის,   ამ   მოქმედებების   შესრულების   მიმდევრობის   დადგენის   უნარის  და   ჩასატარებელ   სამუშაოთა   გამოსახვის   (პრეზენტაციის)   ფორმების   დაუფლების   უნარის   განვითარება.
ორგანიზების   ფორმა: ჯგუფური   მუშაობა.
პროექტის   გეგმის   შემუშავება   ჯგუფებში:1) რა  სახის   სამუშაოები   ტარდება   ასეთი   სახლის   მშენებლობისას?   2) რას   შეუსაბამონ   გრაფის   წვეროეროები  და   რას   წიბოები?   3) როგორი   გრაფის   აგება   გახდება   საჭირო?
ჯგუფში   მოვალეობების   გადანაწილება: (ვინ   ააგებს   გრაფს,   ვინ   გააკეთებს   პრეზენ ტაციას,    ვინ   მიიღებს   კონსულტაციას   სპეციალისტისაგან   და   ვისგან.)
აქტივობების   განხორციელება:
I აქტივობა:  ჯგუფები   ჩამოწერენ   ზოგიერთ  სამუშაოს,   რომელიც   შეიძლება   ჩატარდეს    ასეთი   სახლის   მშენებლობისას.
II აქტივობა: დაალაგებენ   ამ   სამუშაოებს   სწორი   თანმიმდევრობით.
III აქტივობა: ააგებენ   გრაფს.
პროდუქტის   პრეზენტაცია: “გრაფი“.

No comments:

Post a Comment